სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ თემურ გუგუშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისიისა და დაცვის თარიღის შესახებ ვბრძანებ:
1. ,,სოციოლოგიის’’ დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის მე-6 სემესტრის დოქტორანტ თემურ გუგუშვილის მესამე სამეცნიერო-კვლევითი პროექტის დაცვა დაინიშნოს 2023 წლის 20 ივლისს, 13:00 საათზე;
2. სამეცნიერო კვლევითი პროექტის დაცვა ჩატარდეს თსუს I კორპუსში, N121 აუდიტორიაში;
3.დამტკიცდეს სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შემფასებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
- იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულება;
- ამირან ბერძენიშვილი - პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი; სოციოლოგიის მიმართულება;
- ანა დიაკონიძე - ასოცირებული პროფესორი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულება;
- კახა ქეცბაია -ასოცირებული პროფესორი; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სოციოლოგიის მიმართულება;
- რატი შუბლაძე - პროფესორი; საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი,
4.ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.